სურსათის ეროვნული სააგენტო სარეალიზაციო ობიექტებში რძისა და რძის ნაწარმის შემოწმებას ახორციელებს
21-01-2017, 08:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სურსათის ეროვნული სააგენტო სარეალიზაციო ობიექტებში რძისა და რძის ნაწარმის შემოწმებას განაგრძობს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, სახელმწიფო კონტროლის მიზანი „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტით“ განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისობის დადგენაა. 

 

 

დადგენილი რეგულაციის მიხედვით, ნაწარმზე, რომელიც შეიცავს მცენარეულ ცხიმს, დაუშვებელია რძის ნაწარმის ან მიმსგავსებული ტერმინების გამოყენება. 

 

 

სააგენტოს სპეციალისტები ახორციელებენ ბიზნესოპერატორების დოკუმენტურ შემოწმებას (შენახვისა და რეალიზაციის პირობები და ეტიკეტირება) და მონიტორინგს(სურსათის ნიმუშების აღება და ლაბორატორიული კვლევა).

 

 

„სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ამოწმებენ ადგილობრივი და იმპორტირებული ნაწარმის შესაბამისობას რძის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან. მნიშვნელოვანია რომ ბიზნესოპერატორების და მომხმარებლის ინფორმირებულობის გაზრდის შედეგად დარღვევების რაოდენობა შემცირდა. მოვუწოდებთ მომხმარებელს აქტიურობისკენ და ვურჩევთ ყურადღებით გაეცნოს ეტიკეტზე განთავსებულ ინფორმაციას. დარღვევის გამოვლენისას კი აცნობონ სააგენტოს“-განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს უფროსმა, კახა სოხაძემ. 

 


სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რძის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისობის დადგენის მიზნით სააგენტომ 2016 წელს 2498 ბიზნესოპერატორის დოკუმენტური შემოწმება ჩაატარა. ეტიკეტირების წესის დარღვევისა და ვადაგასული სურსათის რეალიზაციის გამო, 63 ბიზნეოპერატორი დაჯარიმდა. მონიტორინგის ფარგლებში ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია სარეალიზაციო ქსელში განთავსებული რძისა და რძის ნაწარმის 250 ნიმუში. აქედან 3 შემთხვევაში გამოვლინდა მცენარეული ცხიმის შემცვლელობა, ხოლო 14 ნიმუშში დაფიქსირდა ეტიკეტზე მითითებული ცხიმიანობის პროცენტის შეუსაბამობა.

 


საქართველოს მთავრობის დადგენილებით, რძის ტექნიკური რეგლამენტი ძალაში 2015 წლის 1 აგვისტოს შევიდა, რეგლამენტის მიხედვით, ნაწარმზე, რომელიც შეიცავს მცენარეულ ცხიმს, იკრძალება რძის ნაწარმის ან მიმსგავსებული ტერმინების გამოყენება. რეგლამენტი მიზნად ისახავს რძისა და რძის ნაწარმის, რძის შემცველი პროდუქტის წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციის ეტაპებზე რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრას და მომხმარებელთა უფლებების დაცვას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი