ოთარ კახიძე: ჩემთვის შემაშფოთებელი საკითხია - სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დროს საუბარი იყო, რომ სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლების სტანდარტმა დაიწიოს
21-01-2017, 09:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ევროპული საქართველოს” წევრი ოთარ კახიძე აცხადებს, რომ საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში შექმნილი სასამართლოსა და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრის დროს საუბარი იყო კონსტიტუციის მე-19 მუხლში ცვლილებაზე, რაც დეპუტატის აზრით, სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლების მაღალ სტანდარტებს დაბლა დაწევს.

 

 

”ჩემთვის შემაშფოთებელია საკითხი, რომელიც ეხება სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლებას, იყო საუბარი, რომ აქ სტანდარტმა დაიწიოს, რაც ჩვენი საზოგადოებისთვის იქნება კატეგორიულად მიუღებელი, რადგან აღნიშნული კონსტიტუციური უფლებების და თავისუფლებების ძალიან მაღალი სტანდარტი გვაქვს ჩვენ, რაც შემდგომ საკონსტიტუციო სასამართლოს ძალიან კარგად აქვს განმარტებული და პრაქტიკაში ამ თავისუფლებამ კონკრეტული განზომილებები შეიძინა. ამაზე შეთანხმება ჯერჯერობით არაა და ამაზე სამუშაო ჯგუფში დისკუსია გაიმართა მხოლოდ”, - განაცხადა კახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

 

რაც შეეხება საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაში, ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე ჩანაწერის გაკეთებას, კახიძე აცხადებს, რომ იგი აღნიშნულ იდეას იზიარებს. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი