მიხეილ სააკაშვილი: ახდენენ ტირაჟირებას ფოტოების, რომლებიც დონალდ ტრამპის ინაუგურაციიდან ჩემი გარეთ გამოსვლის დროს, რუსეთთან კავშირში მყოფი ადამიანების მიერ არის გადაღებული
22-01-2017, 01:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის განმარტებით, ფოტოები რომლებიც მედიის საშუალებით გავრცელდა, მისი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციიდან გამოსვლის დროს არის გადაღებული.

 


სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, მან და მისმა გუნდმა უკრაინულ არხებს ტრამპის ინაუგურაციაზე მისი დასწრების გაშუქება შესთავაზეს, თუმცა უარი მიიღეს. მისივე თქმით,„სამაგიეროდ, ახდენენ ტირაჟირებას ფოტოების, რომლებიც გადაღებულია რუსეთთან კავშირში მყოფი ადამიანების მიერ, სადაც მე ინაუგურაციის ცერემონიიდან გამომავალი, ველოდები ჩემი ჯგუფის დანარჩენ წევრებს".

 


„მე არაფერი დასამტკიცებელი არ მაქვს. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მქონდა კონტაქტი ტრამპის გუნდთან, ბევრ მათგანს მე ვიცნობ პირადად და ვაპირებ მჭიდრო თანამშრომლობას უკრაინის მეგობრებთან, რომლებიც არიან აშშ-ის ადმინისტრაციაში, რა ინფორმაციაც არ უნდა გაავრცელონ ჩვენმა მტრებმა. ხან ჩუმად გადამიღებენ აეროპორტში, ხან ცერემონიიდან გამოსულს და შემდეგ გაავრცელებენ ათასგვარ სისულელეს. ეს ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ და ჩვენს მტრებს ჩვენი ეშინიათ", - წერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

 

 

რამდენიმე უკრაინული გამოცემის მიერ გავრცელებული ფოტომასალისა და ინფორმაციის თანახმად, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი დონალდ ტრამპის დაცვამ ინაუგურაციაზე არ შეუშვა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი