ფოთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. აღნიშნულ ინფორმაციას „რუსთავი 2" ავრცელებს.
ტელეკომპანია თვითმხილველებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ „ოპელის" მარკის ავტომანქანა მოყინულ გზაზე მოცურდა, გზის პირას მდებარე ბოძს შეეჯახა, შემდეგ ამოტრიალდა და თხრილში ჩავარდა. ავტომანქანის მძღოლი კი 29 წლის მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო, სახანძრო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. მიმდინარეობს გამოძიება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.