"ნაციონალური მოძრაობაის" ერთ-ერთი ლიდერის ირმა ნადირაშვილის თქმით, "მთავრობას არ სურს თუნდაც ელემენტარულ ფუფუნებაზე უარი თქვას", რისი მაგალითიცაა პრემიერ-მინისტრისთვის იტალიაში დეკემბერში განხორციელებული შესყიდვების საფუძველზე 181 401 ლარის რბილი ავეჯის შეძენა.
ამის შესახებ ირმა ნადირაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"მინდა წარმოგიდგინოთ ორი ხელშეკრულება, რომელიც ადასტურებს, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იტალიაში შეუკვეთა რბილი ავეჯი. ხელშეკრულება გაფორმებულია ორ კომპანიასთან life style-სა და "იტალდიზაინთან".
კომპანიასთან life style-თან 26 ათასი ევროს, ხოლო იტალ დიზაინთან 41 ათასი ევროს ფარგლებში. უფრო კონკრეტულად, life style-მა პრემიერისთვის იტალიაში შეუკვეთა სავარძელი - 5760 ლარი, სკამები - 11 232 ლარი, ორი მაგიდა- 3192 ლარი, ორი მაგიდა - 2160 ლარი, ორი მაგიდა - 2784 ლარი, დივანი - 19104 ლარი, სავარძლები - 25344 ლარი. რაც შეეხება იტალ დიზაინს" ამ შემთხვევაში პრემიერისთვის იტალიაში შეუკვეთეს: სავარძელი ტყავში კრემისფერი - 6084 ლარი, სამზარეულოს მაგიდა, სტრუქტურა დაბურული მეტალი ზედაპირი თეთრი - 1680 ლარი, სამზარეულოს სკამი სტრუქტურა დაბურული მეტალი თეთრი ტყავის შემცველი - 1728 ლარი, მაგიდა თეთრი დაბურული ლაკირება - 15 792 ლარი, სკამი ტყავის, თეთრი ფერის - 17 913 ლარი, ორადგილიანი დივანი - 19 368 ლარი, სავარძელი ტყავში - 15 516 ლარი, ორადგილიანი დივანი "ბროდვეი" - 13 344 ლარი, სავარძელი ტყავში - 15888 ლარი, საწოლი მთლიანი თავით, ჭრილის გარეშე ბატუტით - 24 132 ლარი, ორთოპედიული მატრასი ზამბარებით, ინდივიდუალური შეფუთვით -1980 ლარი. მთელი ეს ავეჯი საქართველოს მოსახლეობას ბატუტზე მხტუნავი პრემიერის და მცურავი ლარისა კურსის პირობებში, საერთო ჯამში დაუჯდა 181 401 ლარი. ჩვენ სკეპტიკუტად ვუყურებთ იმას, რომ რბილი ავეჯის არშეძენის ხარჯზე შესაძლებელია ეკონომიკური კრიზისის მოგვარება, მაგრამ მთავრობას არ სურს, რომ თუნდაც ამ ელემენტარულ ფუფუნებაზე თქვას უარი," განაცხადა ირმა ნადირაშვილმა და დაამატა, რომ აღნიშნული მაგალითები ნათლად ადასტურებს რამხელა უფსკრულია ხელისუფლების სიტყვასა და საქმეს შორის.
"ეს მაგალითები ნათლად ადასტურებს, რომ ჩვენ გყავს მატყუარა მთავრობა, რომელიც დასცინის ხალხს, როცა ასე იქცევა. სწორედ ამიტომ საქართველოს მოსახლეობამ 21 მარტს ძალიან მკაცრი პასუხი უნდა გასცეს ხელისუფლების ასეთ აღვირახსნილ ქმედებას, ყველა მოქალაქეს მოვუწოდებ "ნაციონალური მოძრაობის" აქციაზე მოსვლისაკენ," აღნიშნა ნადირაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.