საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალურ ვიზიტად სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებს ეწვევა
23-01-2017, 00:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალურ ვიზიტად სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში - ფინეთის რესპუბლიკაში, შვედეთის სამეფოსა და ესტონეთის რესპუბლიკაში მიემგზავრება.

 


თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ლევან იზორია ვიზიტს ფინეთში სტუმრობით დაიწყებს. დაგეგმილია შეხვედრები ფინელ კოლეგასთან იუსი ნიინისტოსთან და თავდაცვის ძალების უფროსთან, გენერალ იამო ლინდბერგთან. ფინეთის თავდაცვის ძალებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ფინეთის რეზერვისა და მობილიზაციის სისტემის შესახებ ბრიფინგს დაესწრება. ლევან იზორია ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ტიმო სოინთანაც გამართავს შეხვედრას.

 


უწყების ინფორმაციით, ფინეთიდან ქართული დელეგაცია შვედეთის სამეფოში გაემგზავრება. ოფიციალური ვიზიტი შვედეთის სამეფოს სამხედრო აკადემიაში „კარლბერგში“ სტუმრობით დაიწყება, სადაც დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ, საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი შვედ კოლეგასთან, პიტერ ჰულტქვისტთან გამართავს შეხვედრას. ორმხრივი შეხვედრის შემდეგ მინისტრები ანალიტიკურ-კვლევით ცენტრში „საზოგადოება და თავდაცვა“ გადაინაცვლებენ და ფართო საზოგადოებას საქართველოსა და შვედეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მიაწვდიან ინფორმაციას. ასევე, დაგეგმილია შეხვედრები შვედეთის სამეფოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან, გენერალ მიკაელ ბიდენთან და შვედეთის სამეფოს პარლამენტის - რიკსდაგის თავდაცვის კომიტეტის წარმომადგენლებთან.

 


სამინისტროს ცნობით, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ესტონეთის რესპუბლიკაში ვიზიტს ქალაქ ტარტუში ბალტიის თავდაცვის კოლეჯში სტუმრობით დაიწყებს, სადაც სამეთაურო და გენერალური შტაბის კურსების ქართველ მსმენელებს გაესაუბრება.

 


დაგეგმილია ლევან იზორიას შეხვედრა ესტონელ კოლეგასთან მარგუს ცაჰკნასთან, ასევე ესტონეთის თავდაცვის ძალების უფროსის მოადგილესთან, ბრიგადის გენერალ ენდრეკ სირელისთან.

 


საქართველოს თავდაცვის მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ევროპის ქვეყნებში 28 იანვარს დასრულდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი