საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ილიას უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები გუშინ, 19:03 საათზე, იმერეთის რეგიონში, ბაღდათის სამხრეთ აღმოსავლეთით 1 კმ-ში სოფელ ქვედა ზეგანის მიმდებარე ტერიტორიაზე დაფიქსირდა.
მიწისძვრის სიმძლავრემ 3.2 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისქვეშა ბიძგებს ნგრევა არ მოჰყოლია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.