იან კელი: ჯერ მხოლოდ 50 საათი გავიდა, რაც ტრამპის ადმინისტრაციაა - ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის ძლიერი თანამშრომლობა გაგრძელდება
23-01-2017, 01:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იან კელი დარწმუნებულია, რომ ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პირობებში საქართველო-აშშ-ს შორის ძლიერი თანამშრომლობა გაგრძელდება.

 

 

კელიმ დღს ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ რთულია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის დანიშვნამდე ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე საუბარი. რაც შეეხება ეკონომიკურ სფეროს, კელი აცხადებს, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ საქართველოსთან სავაჭრო კუთხით თანამშრომლობის გაგრძელებისთვის მზადყოფნა უკვე გამოხატა.

 


„ჯერ მხოლოდ 50 საათი გავიდა, რაც ტრამპის ადმინისტრაციაა. არ არის დამტკიცებული სახელმწიფო მდივანი, თუმცა, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის გაგრძელდება ძლიერი თანამშრომლობა. რაც შეეხება ეკონომიკურ მხარეს, ტრამპის ადმინისტრაციამ უკვე გამოხატა მზადყოფნა ორმხრივი სავაჭრო მოლაპრაკების ხელშეკრულების გაგრძელების, თუმცა, სახელმწიფო მდივნის დანიშვნამდე, ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე საუბარი რთულია. საქართველოში უნდა ჩამოვიდეს აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელი. მე აქტიურად ვიქნები ჩართული ამ საკითხის ადვოკატირებაში", - განაცხადა იან კელიმ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი