IDFI: 2013 წლის შემდეგ, კვლავ არსებობს განცდა, რომ სამართალდამცავი ორგანოები არაკანონიერად იყენებენ ფარული მოსმენების ტექნიკურ საშუალებებს
23-01-2017, 01:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) 2013 წლიდან საქართველოში ფარული მიყურადების რეგულირებასთან დაკავშირებით მომზადებულ ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საზოგადოებრივი აზრი მიყურადებასთან დაკავშირებით 2013 წლის შემდეგ კარდინალურად არ შეცვლილა. კვლავ არსებობს განცდა, რომ სამართალდამცავი ორგანოები არაკანონიერად იყენებენ ფარული მოსმენების ტექნიკურ საშუალებებს.

 


„2016 წლის დეკემბრის მდგომარეობით, შემდეგი პროცესები მიმდინარეობს ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით:

 

გრძელდება გამოძიება უკანონო მიყურადების საქმეებზე. უშიშროებისა და პოლიციის რამდენიმე ყოფილი თანამშრომელი დაკავებულია, თუმცა ისინი უარყოფენ დანაშაულს. გამოძიების საბოლოო შედეგები საზოგადოებისთვის უცნობია.

 

 

2012 წელს საპარლამენტო არჩევნების შემდგომ განხორციელებული ხელისუფლების შეცვლის შემდეგაც დაფიქსირდა უკანონო ფარული ჩანაწერების გამოქვეყნების ახალი შემთხვევები, რამაც გააძლიერა ეჭვი, რომ გრძელდება უკანონო თვალთვალის სისტემური პრაქტიკა, რომ ხელისუფლებას არ სურს საკუთარი ძალაუფლების შეზღუდვა და რომ ამ მიმართულებით არ მიმდინარეობს ეფექტური და ყოვლისმომცველი რეფორმა.

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმამ დაიმსახურა კრიტიკა შსს-სა და ახლად შექმნილ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შორის ფუნქციების პოტენციური დუბლირების გამო.

 

 

ფარული მიყურადების ორგასაღებიანი სისტემა, რომელიც უკვე 1.5 წელია ფუნქციონირებს, დადებითად შეიძლება შეფასდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ნდობის გამო. თუმცა, ამ სისტემის მდგრადობა და ეფექტიანობა მეტწილად დამოკიდებული იქნება შემდგომ ინსტიტუციონალურ რეფორმაზე.

 

 

2016 წლის აპრილში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სუს-ის ტექნიკური წვდომა სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ქსელებთან, რაც იძლევა კომუნიკაციის შეუზღუდავი მონიტორინგისა და მონაცემთა შეგროვების შესაძლებლობას. როგორც სასამართლოს გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, ორგასაღებიანი სისტემის არსებობა ვერ უზრუნველყოფს სასამართლოსა და ინსპექტორის გვერდის ავლით უკანონო მიყურადების განხორციელების აღკვეთის ეფექტურ მექანიზმს. აქედან გამომდინარე, საჭიროა ფუნდამენტური ცვლილებები.

 

 

საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა 2017 წლის 31 მარტი, როგორც ბოლო ვადა იმისთვის, რომ გატარდეს ფუნდამენტური საკანონმდებლო ცვლილებები და მომზადდეს ახალი სისტემისთვის საჭირო ინსტიტუციური და ტექნიკური ბაზა. ამ მიზნით, კამპანია „ეს შენ გეხებაში“ მონაწილე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა მოამზადეს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი. თუმცა, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე მისი ინიცირება ვერ მოხერხდა.

 

 

უზენაესი სასამართლო აგრძელებს ფარული მიყურადების შესახებ სტატისტიკის პროაქტიულად გამოქვეყნებას. ეს პრაქტიკა დაინერგა, როგორც „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) სამოქმედო გეგმის ფარგლებში აღებული ვალდებულება (IDFI-ისა და სხვა ორგანიზაციების რეკომენდაციის საფუძველზე)....

 

 

საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს 3 თვეზე ნაკლები დარჩათ იმისთვის, რომ აღასრულონ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და მოამზადონ ფუნდამენტური საკანონმდებლო ცვლილებები. ამ დროისთვის უცნობია, რა ფორმით მოხდება სამოქალაქო საზოგადოების მიერ შემუშავებული წინადადებებისა და რეკომენდაციები გათვალისწინება პარლამენტში.

 

 

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, მმართველმა პარტიამ დააგროვა საკონსტიტუციო უმრავლესობის შესაქმნელად საკმარისი მანდატები, რაც გულისხმობს იმას, რომ ხელისუფლებას აქვს ყველა შესაძლებლობა გაატაროს ფარული მიყურადების ფუნდამენტური რეფორმა, რაც შეუძლებელია ძალოვან სტრუქტურებზე ეფექტური კონტროლის სისტემის შექმნისა და საკუთარი ძალაუფლების გარკვეული შეზღუდვის გარეშე. იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო უმრავლესობის პირობებში, ხელისუფლება ვერ შეძლებს უკანონო მიყურადების პრევენციის რეალური სისტემის ჩამოყალიბებას, საზოგადოებაში გამყარდება მოსაზრება, რომ გადაწყვეტილების მიმღებებს არ გააჩნიათ ცვლილებების განხორციელების საკმარისი პოლიტიკური ნება“, - ნათქვამია ანგარიშში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი