აკაკი მინაშვილი: ჩვენ მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას და საელჩოებს, გამოვიყენოთ დიპლომატიური არხები, რომ არ მოხდეს გიორგი ცერცვაძის ექსტრადირება რუსეთში
23-01-2017, 03:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, აკაკი მინაშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის სასამართლო დაკავებული ვიცე-პოლკოვნიკის გიორგი ცერვაძის რუსეთში ექსტრადირების გადაწყვეტილებას მიიღებს, „ნაციონალური მოძრაობა" ცერცვაძეს აღნიშნული გადაწყვეტილების სტრასბურგში გასაჩივრებაში დაეხმარება.

 

 

მინაშვილი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს მთავარ პროკურატურას საქმის აღძვრის მოთხოვნით მიმართავს.

 

 

„ცხადია, რომ სახეზეა სახელმწიფოს ღალატის და მოქალაქეების აბუჩად აგდების კლასიკური მაგალითი, როცა ივანიშვილის ხელისუფლება უსწორდება ქართველ მებრძოლებს პუტინის და რუსეთის ფედერაციის დაკვეთით. ”ნაციონალური მოძრაობა” გეგმავს რიგი ღონისძიებების განხორციელებას, ჩვენ ვუცხადებთ სრულ პოლიტიკურ და სამართლებრივ მხარდაჭერას ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ცერცვაძეს. თუკი უკრაინის სასამართლო მისი ექსტრადირების გადაწყვეტილებას მიიღებს, მზად ვართ, დავეხმაროთ სტრასბურგში გადაწყვეტილების გასაჩივრებაში. ჩვენ მივმართავთ უკრაინის საელჩოს, რომ არ მოხდეს ამ ადამიანის ექსტრადირება რუსეთის ფედერაციაში, რადგან ის იბრძოდა საქართველოს და უკრაინის თავისუფლებისთვის და ექსტრადირების შემთხვევაში სახეზეა, როგორც მისი წამების საფრთხე, ასევე სიცოცხლის მოსპობის. მივმართავ, საქართველოს პროკურატურას, აღიძრას საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლით, რაც გულისხმობს უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას. ჩვენ მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას და საელჩოებს, გამოვიყენოთ დიპლომატიური არხები, რომ არ მოხდეს გიორგი ცერცვაძის ექსტრადირება რუსეთში. ჩვენ დავიწყებთ მასიურ და მასობრივ აქციებს სახელმწიფო უწყებებთან, ვიქნებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატორები, რომელმაც უნდა შეისწავლოს ჩვენი მებრძოლების, პატრიოტების შესახებ რუსეთისთვის ინფორმაციის გადაცემის შესახებ საკითხი. მსგავსი ფაქტი არა ერთი დაფიქსირებულა”, - განაცხადა აკაკი მინაშვილმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.

 

 

„რუსთავი 2“-ის ცნობით, ქართველი ჯარისკაცი გია ცერცვაძე, რომელიც აფხაზეთის და 2008 წლის ომებში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, ერთი კვირის წინ უკრაინაში დააკავეს. მას რუსეთი 2003 წელს დანაშაულის ჩადენაში ედავება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი