ფრაქცია „ქართული ოცნების" თამჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, ფრაქცია საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე მანანა კობახიძის კანდიდატურას წარადგენს.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ფრაქცია ”ქართული ოცნება” პარლამენტს მანანა კობახიძის კანდიდატურას დღეს ბიუროს სხდომამდე წარუდგენს.
„ეს გადაწყვეტილება მიღბულია. დღეს ბიუროს სხდომამდე ფრაქცია ’ქართული ოცნება” პარლამენტს ასარჩევად წარუდგენს მანანა კობახიძის კანდიდატურას. ვფიქრობ, ის იქნება ერთ-ერთი წარმატებული მოსამართლე. ის ვალდებულია უზრუნველყოს მაქსიმალური ობიექტურობა, რათა არ დარჩეს კითხვის ნიშნები და მისი მოსამართლეობა არ იყოს პოლიტიკური სპეკულაციების საგანი. ეს იყო ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება და ძალიან მაღალი ალბათობით ეს გადაწყვეტილება მიიღებს უმრავლესობის მხარდაჭერას”, - განაცხადა მდინარაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.