მანანა კობახიძე არის ანგაჟირებული პოლიტიკური პირი, რომელიც არ შეიძლება იყოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, - აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, ოთარ კახიძემ გააკეთა.
მისი თქმით, „არ შეიძლება მოსამართლე იყოს ის ადამიანი, რომელიც მონაწილეობდა საკონსტიტუციო სასამართლოს შტურმით აღებაში".
”მანანა კობახიძის კანდიდატურა განიხილება იქიდან მოყოლებული, როდესაც მანანა კობახიძემ თავის კოლეგებთან ერთად მიიტანა იერიში საკონსტიტუციო სასამართლოს წინააღმდეგ და მოახდინა სასამართლოს ინსტიტუციონალური პარალიზება. ეს იყო პოლიტიკური დაკვეთა ბიძინა ივანიშვილის და ეს დაკვეთა შეასრულა მანანა კობახიძემ. მანანა კობახიძე არის ანგაჟირებული პოლიტიკური პირი, რომელიც არ შეიძლება იყოს მოსამართლე. არ შეიძლება მოსამართლე იყოს ის ადამიანი, რომელიც მონაწილეობდა საკონსტიტუციო სასამართლოს შტურმით აღებაში. გახსოვთ, შარშან კანონპროექტი რომ მიიღეს სპეციალურად იმისთვის, რომ ჩიხში შეეყვანათ სასამართლოს მუშაობა, რომ ვერ განეხილა ”რუსთავი 2”-ის, უგულავას, ე.წ. კაბელების საქმეები და ამ იერიშის ერთ-ერთი აქტიური ფიგურანტი იყო სწორედ მანანა კობახიძე”, - განაცხადა ოთარ კახიძემ.
ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, ფრაქცია საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე მანანა კობახიძის კანდიდატურას წარადგენს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.