საქართველოს პარლამენტი „ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი – საქართველოს“ მე-11 ეროვნული შესარჩევი კონფერენციის გენერალურ ასამბლეას მასპინძლობს.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ფორუმის მონაწილეები ახალგაზრდული პარლამენტის კომიტეტების მიერ წარდგენილ საკითხებს განიხილავენ, რომლებიც შეეხება ადამიანის უფლებებს, მართლმსაჯულებას, სამოქალაქო თავისუფლებებს, სოციალურ თემებს, გარემოს დაცვას, სურსათის უვნებლობას, თავდაცვასა და უსაფრთხოებას. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, დაგეგმილია კომიტეტების მიერ მომზადებული რეზოლუციების მიღება.
„ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი – საქართველოს“ ეროვნულ შესარჩევ კონფერენციაში, რომელიც 19 იანვარს დაიწყო და მუშაობას დღეს დაასრულებს, ევროპის 15-მდე ქვეყნიდან ასზე მეტი ახალგაზრდა მონაწილეობს. ეროვნული შესარჩევი კონფერენცია ყოველწლიურად იმართება და მისი მიზანია ევროპელ ახალგაზრდებში საერთო ევროპული ღირებულებების ამაღლება და მიმდინარე მოვლენებზე საკუთარი პოზიციის ჩამოყალიბების ხელშეწყობა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.