გასული დღე-ღამის განმავლობაში თბილისის მასშტაბით 65 სამაშველო გამოძახება დაფიქსირდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის დახმარება ძირითადად მოყინულ გზებზე მოცურებულ ავტომანქანებს დასჭირდათ.
როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, დაშავებულები არ არიან. არ დაზიანებულა არც ავტომანქანები, თუმცა მაშველებმა გზის სავალ ნაწილზე 22 მოცურებული ავტომობილი დააბრუნეს. სამაშველო ბრიგადების დამხმარება მოქალაქეებს ყინულის ლოლოების ჩამოყრის გამოც დასჭირდათ. საგანგებო სიტუაციების სამსახურის განმარტებით, ზიანი არ დაფიქსირებულა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.