საკონსტიტუციო კომისიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხთა სამუშაო ჯგუფი პირველ სხდომას მართავს
23-01-2017, 05:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საკონსტიტუციო კომისიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხთა სამუშაო ჯგუფი პირველ სხდომას მართავს.

 

 

საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სამუშაო ჯგუფის მონაწილეებს მიესალმა და სხდომაზე დამსწრე წევრების აქტივობისთვის კმაყოფილება გამოთქვა.

 

 

„მოხარული ვარ მაღალი ქვორუმით ვიწყებთ მუშაობას და პრაქტიკულად სრულად არის წარმოდგენილი ჯგუფის შემადგენლობა. რაც შეეხება სამუშაო პროცესის რეგლამენტს, მუშაობა სამ ეტაპად წარიმართება და დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისი თავების და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის კონსტიტუციური კანონის არსებულ ტექსტებს დეტალურად განვიხილოთ. გამოთქმული მოსაზრებების შესაბამისად, მეორე სხდომისთვის შესაძლებელი იქნება პირველადი პროექტის შემუშავება, რომელიც ასევე მუხლობრივად იქნება განხილული და ბოლო, მესამე სხდომისთვის უკვე შეგვეძლება კონსტიტუციური თავების კიდევ ერთხელ გადამუშავებული რედაქტირებული ვარიანტის მომზადება და საბოლოო შეჯერება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

პარლამენტის თავმჯდომარემ სამუშაო ჯგუფის წევრებს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა სამუშაო ჯგუფთან გამართული შეხვედრის შედეგები გააცნო და აღნიშნა, რომ პირველ სამუშაო ჯგუფთან შეხვედრისას, როდესაც კონსტიტუციის შესავალი ნაწილი განიხილებოდა, კომისიის წევრები ტერიტორიული მოწყობის საკითხებს უკვე შეეხნენ, გამომდინარე იქიდან, რომ ტერიტორიული მოწყობის დებულებები სწორედ კონსტიტუციის პირველ თავშია წარმოდგენილი.

 

 

საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფმა მუშაობა კონსტიტუციის პირველი თავის მეორე მუხლის დეტალური განხილვით დაიწყო.

 

 

დღევანდელ სხდომაზე სამუშაო ჯგუფი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის განსაზღვრის საკონსტიტუციო კანონსაც განიხილავს.

 

 

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი