ზაქარია ქუცნაშვილი: ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა იმდენად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებული სტატუსის გაგზავნა ჩვენს ძმებ აფხაზებთან და ოსებთან არის სწორი, დროული და აუცილებელი
23-01-2017, 05:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, კონსტიტუციაში უნდა გაკეთდეს ჩანაწერი იმის შესახებ, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს საქართველოს ერთიანი სახელმწიფოს შემადგენლობაში განსაკუთრებული სტატუსი ექნება. 

 

 

„ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა იმდენად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებული სტატუსის გაგზავნა ჩვენს ძმებ აფხაზებთან და ოსებთან არის სწორი, დროული და აუცილებელი. თუკი განსაკუთრებული სტატუსის მინიჭება ჩვენი მეგობრებისთვის მისაღები იქნება, რასაც ალბათ დრო დასჭირდება, მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაწყდეს, თუ რას გულისხმობს ეს განსაკუთრებულობა. დიდი ჩინეთიც კი იძულებული გახდა, მრავალი წლის შემდეგ ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღგენისათვის წასულიყო იმ გზაზე, რომ ერთი სახელმწიფოს ქვეშ ორ სისტემას ეფუნქციონერა - ჰონგ-კონგის სისტემას და დანარჩენი ჩინეთის სახელმწიფოს მოწყობას. ჩვენც უნდა გადავდგათ თამამი ნაბიჯი და გაუგზავნოთ ეს გზავნილი აფხაზ და ოს ძმებს, შევთავაზოთ მათ განსაკუთრებული სტატუსი ერთიანი საქართველოს სახელმწიფოს ფარგლებში“, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

 

პარლამენტში საკონსტიტუციო კომისიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხთა სამუშაო ჯგუფი პირველ სხდომას მართავს. 

 

 

საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფმა მუშაობა კონსტიტუციის პირველი თავის მეორე მუხლის დეტალური განხილვით დაიწყო.    

 

 

დღევანდელ სხდომაზე სამუშაო ჯგუფი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის განსაზღვრის საკონსტიტუციო კანონსაც განიხილავს. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი