ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე „გაზპრომის" საკითხთან დაკავშირებულ კრიტიკას „სპეციალურად ატეხილ აჟიოტაჟს" უწოდებს.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, შესაძლოა, ხელისუფლებას „უკეთესი პირობები" სურდა, თუმცა, არსებული რეალობის გათვალისწინებით, ეს არის ის მაქსიმუმი, რისი მიღწევაც ქართულმა მხარემ მოლაპარაკებებში შეძლო.
„ეს არის ან სპეციალურად ატეხილი აჟიოტაჟი ან სერიოზულ დეკვალიფიკაციასთან გვაქვს საქმე. ოპოზიციაში მყოფ, განსაკუთრებით ნაციონალური მოძრაობის ორივე მხარეს შეეხება ეს. ბუნებრივია, როგორც პრემიერმა განაცხადა, შეიძლება პირობები ცოტა უკეთესი გვინდოდა, მაგრამ ეს კომერციული მოლაპარაკებაა და სამწუხაროდ, ეს არის ის, რის მიღწევაც შესაძლებელი იყო არსებული რეალობის გათვალისწინებით, რაც იქნა მიღწეული,“ - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.