მანანა კობახიძე: თუ გავხდები საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, მე თავიდან ბოლომდე პასუხისმგებელი ვიქნები საქართველოს კონსტიტუციის, როგორც უზენაესი კანონის წინაშე და არავის წინაშე
23-01-2017, 06:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„პოლიტიკაში მოვედი იმისთვის, რომ ირღვეოდა სამართლიანი სასამართლოს უფლება. მე ვფიქრობ, იმაზე დიდი პატივი არაფერია, რომ იურისტს მოგეცეს შესაძლებლობა ემსახურო კონსტიტუციის უზენაესობას ქვეყანაში და იყო კონსტიტუციის მცველი და მოდარაჯე", - აღნიშნული განცხადება საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, მანანა კობახიძემ გააკეთა.

 

 

მისი თქმით, გუნდმა მას ნდობა გამოუცხადა არა როგორც პარტიის და ფრაქციის წევრს, არამედ როგორც იურისტს.

 

 

თუ გავხდები საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, მე თავიდან ბოლომდე პასუხისმგებელი ვიქნები საქართველოს კონსტიტუციის, როგორც უზენაესი კანონის წინაშე და არავის წინაშე. შესაბამისად, ყველა გადაწყვეტილებას მივიღებ ნებისმიერ საქმეში მოსარჩელისა და მოპასუხის არგუმენტების მოსმენით, მტკიცებულებების შესწავლით, სპეციალისტების და ექსპერტების პოზიციის მოსმენით და შინაგანი რწმენით. მხოლოდ კონსტიტუციის და კანონის წინაშეა მოსამართლე ვალდებული და არა პოლიტიკური ინტერესების წინაშე. ვფიქრობ, ვინც არ უნდა დაეყენებინა საპრალმენტო უმრავლესობას, ყველას მიმართ იქნებოდა ოპოზიციის მხრიდან მსგავსი განცხადებები, ამიტომ არ შევალ დისკუსიაში. დანარჩენს საზოგადოება ნახავს, როდესაც ამა თუ იმ გადაწყვეტილებაზე იქნება, მისი როგორც მოსამართლის ხელმოწერა..... მას შემდეგ, რაც კანონი მიიღება, ეს კანონი ყოველგვარ კავშირს წყვეტს კანონმდებელთან. ამის შემდეგ ესა თუ ის კანონი თუ არღვევს კონსტიტუციას და არის ამასთან დაკავშირებით სარჩელი, რა თქმა უნდა, მოსამართლე ვალდებულია გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმეში არსებული არგუმენტებისა და მტკიცებულებების შესწავლის შედეგად. ოთხწლიანი საქმიანობა კანონმდებლის მხოლოდ და მხოლოდ დამეხმარება იმაში, რომ ობიექტურად და ყველა მხრივ შევაფასო ესა თუ ის კანონი. კანონზე შესაძლოა იყოს ჩემი ხელმოწერა, კანონი შესაძლოა იყოს ჩემი ინიცირებული, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ კონკრეტულ საქმეში ვიქნები მიკერძოებული. თუ მოსარჩელე დამარწმუნებს და იქნება შესაბამისი მტკიცებულებები, რომ ის კანონი, რომელსაც მხარი დავუჭირე, არღვევს კონსტიტუციის ამა თუ იმ მუხლს, რა თქმა უნდა, მე მოვაწერ ხელს ასეთი კანონის არაკონსტიტუციურად ცნობას”, - განაცხადა კობახიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი