საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე საპარლამენტო ფრაქციის - „ნაციონალური მოძრაობა“ რეგისტრაციის საკითხი განიხილა და ფრაქციის რეგისტრაცია მიზანშეწონილად მიიჩნია.
როგორც ჟურნალისტებს კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, კომიტეტი მიმართავს პარლამენტის ბიუროს და საბოლოო გადაწყვეტილებას ამ საკითხზე სწორედ ბიურო მიიღებს.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ფრაქციის შექმნისა და რეგისტრაციის თხოვნით პარლამენტის თავმჯდომარისადმი მიმართულ განცხადებაში ფრაქციის შემადგენლობა შემდეგი სახითაა წარმოდგენილი:
1. რომან გოცირიძე - ფრაქციის თავმჯდომარე; 2. სალომე სამადაშვილი - ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე; 3. თინათინ ბოკუჩავა - ფრაქციის მდივანი; 4. ნიკანორ მელია - ფრაქციის წევრი; 5. კობა ნაყოფია - ფრაქციის წევრი; 6. აზერ სულეიმანოვი - ფრაქციის წევრი.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა აღნიშნა, განცხადებას ერთვის ფრაქციის სხდომის ოქმი, ფრაქციის წესდება და პოლიტიკური პლატფორმა. გარდა ამისა, წარმოდგენილია ზემოჩამოთვლილი დეპუტატების განცხადებები საპარლამენტო ფრაქციის „ევროპული საქართველო - უკეთესი მომავლისათვის“ წევრობიდან გასვლის თაობაზე.
დოკუმენტებს შორის არის, ასევე, ააიპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის პოლიტიკური საბჭოს 2017 წლის 13 იანვარს №1 სხდომის ოქმის ამონაწერი, რომლითაც პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს - დავით ბაქრაძეს, ირაკლი აბესაძეს, სერგო რატიანს, გიორგი კანდელაკს, ლელა ქებურიას, აკაკი ბობოხიძეს, გიორგი ბოკერიას, ირმა ნადირაშვილს, მამუკა ჩიქოვანს, ზურაბ ჭიაბერაშვილს, ლაშა დამენიას, ხათუნა გოგორიშვილს, თენგიზ გუნავას, ზაზა კედელაშვილს, გიორგი წერეთელს და გიორგი ღვინიაშვილს 2017 წლის 12 იანვრიდან შეუწყდათ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრობა“ და, იმავდროულად, პარტიაში დაკავებული თანამდებობები.
კომიტეტის მიერ მომზადებული დასკვნა ბიუროს წარედგინება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.