საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია 23-27 იანვარს სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სასესიო და საკომიტეტო მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. ვიზიტისას შეხვედრები პოლიტიკურ ჯგუფებთან გაიმართება.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ქართულ დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: სოფიო ქაცარავა, დიმიტრი ცქიტიშვილი, ნინო გოგუაძე, ირინე ფრუიძე, ზვიად კვაჭანტირაძე, ეკა ბესელია, გიორგი კანდელაკი და გელა მიქაძე.
ზამთრის სესიის პერიოდში, დელეგაციის წევრები თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით შეხვედრებს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან ტორბიორნ იაგლანდთან, საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანთან ვოიცეხ სავეცკისთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან პედრო აგრამუნტთან და ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების ოფიციალურ დელეგაციებთან გამართავენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.