საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ირმა ნადირაშვილმა ავეჯის შესყიდვასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია გაავრცელა. მისი თქმით, ნამდვილად გაფორმდა ორი ხელშეკრულება დეკემბერში ავეჯის შესყიდვასთან დაკავშირებით, თუმცა ეს ავეჯი ირაკლი ღარიბაშვილისთვის არ არის განსაზღვრული და განკუთვნილია მთავრობის ადმინისტრაციის ახალი სივრცისთვის.
"ავეჯი არ არის შეძენილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისთვის, ეს ავეჯი არის შეძენილი იმ სივრცისთვის, რომელიც არ გვქონდა მთავრობის ადმინისტრაციაში. არ გვქონდა შესაბამისი სივრცე, რომელიც იყო საჭირო მაღალი რანგის სტუმრების მისაღებად. პროტოკოლით არის გათვალისწინებული სხვადასხვა ფორმატები, რომელიც ითვალისწინებს როგორც პირისპირ შეხვედრებს, ისე დელეგაციის შეხვედრებს. ადმინისტრაციის მიმდინარე რემონტის ფარგლებში, ბუნებრივია, ვაწყობთ ასეთ სივრცეებს, რომელთაც სჭირდებათ შესაბამისი აღჭურვილობა," განაცხადა ცქიტიშვილმა და დაამატა, რომ ირმა ნადირაშვილმა ავეჯის ფასებიც არასწორად წარმოადგინა.
"ქალბატონ ირმას არასწორად ჰქონდა ციფრები მითითებული, რადგან იქ სადაც უწერია, რომ 1 სკამი ღირს 15 000, სინამდვილეში 24 სკამი ღირს ამ ღირებულების. ციფრები, რომ რაღაც ნივთი ღირდა 24000, სინამდვილეში ღირდა 2000 ლარი. ეს ინფორმაცია არ იყო გაცემული ჩვენს მიერ და ალბათ, ეს არის მიზეზი, რის გამოც არის არასწორი ინფორმაცია," განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა.
მისივე თქმით, ბატუტიანი საწოლის შესყიდვა არ მომხდარა. ცქიტიშვილის განმარტებით, ეს არის იტალიურიდან არასწორი თარგმანი.
"საწოლის შესყიდვა ნამდვილად მოხდა. იყო ერთი საწოლი, რომელიც ღირდა 950 ევრო ანუ 2200 ლარი. საწოლი არის გათვალისწინებული პირველი პირისთვის, რომელსაც უწევს დილის 4 საათამდე მუშაობა," განაცხადა ცქიტიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.