საქართველოს თავდაცვის მინისტრი ფინეთის რესპუბლიკას ეწვია
23-01-2017, 07:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ევროპის ქვეყნებში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. პირველი ქვეყანა, რომელსაც ლევან იზორია დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად სტუმრობს, ფინეთის რესპუბლიკაა.

 


თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ოფიციალური ვიზიტი მინისტრმა ფინელ კოლეგასთან, იუსი ნიინისტოსთან ერთად ჰელსინკში, ჰაითანიემის სამხედრო სასაფლაოზე გვირგვინის შემკობის ცერემონიალით დაიწყო და ფინეთის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო.

 


უწყების ინფორმაციით, ფინეთში ვიზიტისას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ფინეთის რესპუბლიკის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებს, ასევე, ფინეთის რესპუბლიკის თავდაცვის ძალების უფროს შეხვდა.

 


ფინეთის შემდეგ, ქართული დელეგაცია შვედეთის სამეფოსა და ესტონეთის რესპუბლიკაში განაგრძობს ვიზიტს. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ოფიციალური ერთკვირიანი ვიზიტი სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში 28 იანვარს დასრულდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი