თბილისში, სამგორის რაიონში, ბერიაშვილის ქუჩაზე, საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. დედაქალაქის მერიის ცნობით, ბერიაშვილის ქუჩის 500 - მეტრიან მონაკვეთში იგება ასფალტის საფარი და ეწყობა სანიაღვრე ქსელი.
მერიის განმარტებით, ქუჩის კეთილმოწყობით განიტვირთება აბაშვილისა და გახოკიძის ქუჩები და გადაიჭრება წლების განმავლობაში იქ არსებული გადაადგილების პრობლემა. სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „სკინჩი“ აწარმოებს. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ორ კვირაში დასრულდება.
მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი დავით ნარმანია მოადგილესთან, გიგა ნიკოლეიშვილთან და სამგორის რაიონის გამგებელთან, გიორგი ბაგრატიონთან ერთად გაეცნო.
„სამგორის რაიონში, დღეისათვის, ოცამდე მისამართზე ვმუშაობთ, სადაც გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს და ეწყობა მიწისქვეშა კომუნიკაციები. კონკრეტულად, აღნიშნული პროექტი რამდენიმე დღის წინ დაიწყო და ნახევარ კილომეტრზე მეტი გზა კეთდება, რომელიც ორ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქუჩას აკავშირებს ერთმანეთთან. ამ თვალსაზრისით გადაადგილება ძალიან რთული იყო და, შესაბამისად, მივიღეთ აღნიშნული ქუჩის მოწესრიგების გადაწყვეტილება. პროექტის განსახორციელებლად ბიუჯეტიდან 200 000 ლარია გამოყოფილი“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.
მერიის ცნობით, ბერიაშვილის ქუჩის გარდა, გზის აღდგენითი სამუშაოები წმინდა ბარბარეს უბანში და ლილოს დასახლებაში, ასევე, გიგინეიშვილის, აღნიაშვილის, გაიოზ რექტორისა და თამარის ქუჩებზე მიმდინარეობს. აღნიშნულ მისამართებზე, გზის საფარის განახლების გარდა იცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები და ეწყობა სანიაღვრე ქსელი.
მერიაში აცხადებენ, რომ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პარალელურად, სამგორის რაიონში, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული და კეთილმოწყობის სამუშაო ხორციელდება. შიდა კვარტალური ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს მე-3 მასივის მე-10 კვარტალში და ვარკეთილის I-II მიკრორაიონებში. აღნიშნულ მისამართებზე იცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები. ამასთან, საყრდენი კედლები ეწყობა ქვემო სამგორში, N83-ე საჯარო სკოლის მიმდებარედ და ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის მე-4 ჩიხში. ვარკეთილის I მ/რ-ში, მე-15 კორპუსის მიმდებარედ კი სათამაშო მოედნის მოწყობა მიმდინარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.