საპარლამენტო უმცირესობა გია ცერცვაძის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე იუსტიციის, შს და საგარეო საქმეთა მინისტრების მისვლას მოითხოვს.
”ჩვენ დღეს სპეციალურად ვესწრებით ბიუროს სხდომას იმისთვის, რომ მოვითხოვოთ კატეგორიულად შს, საგარეო საქმეთა და იუსტიციის მინისტრების მოყვანა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე. გარდა იმისა, რომ მთავრობამ უნდა მოგვაწოდოს კონკრეტული ინფორმაცია, თუ როგორ მოხდა ჩვენი სამხედროს პერსონალური ინფორმაცია ჩვენი მტერი ქვეყნის ბაზაში, ჩვენი სახელმწიფოს რეაგირებაზეა დამოკიდებული, გადასცემენ თუ არა რუსეთს. მთავრობის რეაქციები ნიშნავს, რომ ჩვენს ღირსებასთან ერთად ამ ადამიანის ბედს ვაბარებთ მტერ სახელმწიფოს”, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.