პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ვიცე-პოლკოვნიკის, გია ცერცვაძის საკითხის განხილვას ხმაური მოჰყვა.
ფრაქცია „ევროპული საქართველოს” წევრები ხელისუფლებას უმოქმედობაში სდებენ ბრალს.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, მას კომუნიკაცია ჰქონდა სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან და შესაბამისი სამსახურები შესაძლებლობების ფარგლებში მუშაობენ.
”ამ თემის პოლიტიზების გარეშე სჯობს ამ კონკრეტული ადამიანის ბედით დავინტერესდეთ. ვესაუბრე შს სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ყველა შესაბამისი უწყება მიმართავს იმ ზომას, რომელიც არის ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში” , - განმარტა სესიაშვილმა.
საპარლამენტო უმცირესობა გია ცერცვაძის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე იუსტიციის, შს და საგარეო საქმეთა მინისტრების მისვლას მოითხოვს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.