ევროპის საპარლამენტო ასამბლეას მეორე ვადით, პედრო აგრამუნტი უხელმძღვანელებს. სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე დღეს პრეზიდენტი და ვიცე პრეზიდენტები აირჩიეს.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, დღესვე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელზეც საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია და ლორდი რიჩარდ ბალფი ვენეციის კომისიის დემოკრატიული არჩევნების საბჭოს წევრად მეორე ვადით აირჩიეს.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: სოფიო ქაცარავა, ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, ნინო გოგუაძე, ირინა ფრუიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, გიორგი კანდელაკი და გელა მიქაძე. ქართველი დეპუტატები საპარლამენტო ასამბლეის სასესიო და საკომიტეტო მუშაობაში იღებენ მონაწილეობას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.