გიორგი კვირიკაშვილი: საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ გვექნება კონსტიტუცია, რომელიც იქნება მიღებული ფართო ჩართულობით იმ საჭიროებებსა და გამოწვევებზე დაყრდნობით, რომელიც დღეს არსებობს
24-01-2017, 00:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენ უნდა მივიღოთ ქვეყნის საჭიროებებიდან და რეალობიდან გამომდინარე, საერთაშორისო სტანდარტებთან სრული შესაბამისობის მქონე კონსტიტუცია, - მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის სხდომაზე საკონსტიტუციო კომისიის მუშაობას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქვეყნის უმთავრეს კანონში ცვლილებებზე საზოგადოების ფართო შემადგენლობა მუშაობს.

 


„საქართველოში პირველი შემთხვევაა, რომ ასეთი ფართო ჩართულობით ხდება საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა. მასში ჩართული არიან კონსტიტუციონალისტები, ექსპერტები არასამთავრობო სექტორიდან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები. მოგეხსენებათ, რომ ვენეციის კომისიის მხრიდანაც მივიღე პოზიტიური შეფასება ცვლილებების საჭიროებასთან დაკავშირებით და თვითონ პროცესთან დაკავშირებით. განსხვავებით წარსულის პრაქტიკისგან, როდესაც ჩვენ საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ ხშირად ვგებულობდით მასმედიის საშუალებით და ეს ატარებდა აბსოლუტურად პოლიტიკურ ხასიათს, საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ გვექნება კონსტიტუცია, რომელიც იქნება მიღებული ფართო ჩართულობით იმ საჭიროებებსა და გამოწვევებზე დაყრდნობით, რომელიც დღეს არსებობს,“ - განაცხადა პრემიერმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი