საქართველოს მთავრობის განკარგულებით, საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში უსასყიდლოდ კიდევ 149 დევნილ ოჯახს გადაეცემა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, დევნილები ბინებს თბილისში, ფოთში, ქუთაისსა და წყალტუბოში მიიღებენ.
როგორც საქართველოს პრემიერ მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ბოლო 4 წლის განმავლობაში, საცხოვრებელი ფართი მუდმივ საკუთრებაში უკვე 13 749 დევნილ ოჯახს გადაეცა და ეს პროცესი გრძელდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.