შპს “საქაერონავიგაციამ” ქუთაისის აეროპორტის ტერიტორიაზე მეტეოროლოგიური ოფისის ახალი შენობა გახსნა
18-03-2015, 07:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დღეს, (18 მარტი, 2015), შპს “საქაერონავიგაციამ” ქუთაისის აეროპორტის ტერიტორიაზე მეტეოროლოგიური ოფისის ახალი შენობა გახსნა, რომელიც მეტეოროლოგიური სამსახურის დამკვირვებლებისა და ოპერატიული რადიოცენტრის თანამშრომლებისთვის იქნება განკუთვნილი.

 


ქუთაისის მეტეოროლოგიური სამსახურის ახალი ოფისის შენობის დიზაინი ჰოლანდიურ არქიტექტურულ კომპანია “UN Studio”-ს ეკუთვნის, მუშა პროექტი კი შპს “კაპიტელმა” შექმნა. სამშენებლო სამუშაოები ქართულმა სამშენებლო კომპანია შპს “რონკომ” 2013 წლის 30 დეკემბერს დაიწყო და გეგმის მიხედვით, 2015 წლის მარტში დაასრულა. თანამედროვე ტიპის შენობა სრულად აკმაყოფილებს საავიაციო მეტეოროლოგიის სფეროში არსებული ორგანიზაციების - ICAO-ს (სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია) და WMO-ს (მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია) მარეგულირებელი დოკუმენტების მოთხოვნებს.

 

 

შენობაში მოეწყო მეტეოროლოგიური დამკვირვებლის სამუშაო ადგილი და განთავსდა ამინდზე დაკვირვების ავტომატური სისტემის ოპერატიული კომპიუტერი. ცენტრი აღიჭურვა საუკეთესო თანამედროვე ტექნოლოგიებით, რომლებიც განკუთვნილია ამინდის, კლიმატის და ჰიდრომეტეოროლოგიური გაზომვის, პროგნოზისა და ანალიზისთვის.

 


ოფისის ახალი შენობის გახსნას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძე, “საქაერონავიგაციის” გენერალური დირექტორი გოჩა მეზვრიშვილი, სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი იმერეთის რეგიონში გივი ჭიჭინაძე, ქუთაისის მერი შოთა მურღულია და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

 

 

ინფორმაციისთვის: 2014 წელს მეტეოროლოგიურმა სამსახურმა ხარისხის მართვის შესაბამისი ISO სერთიფიკატი მიიღო და საავიაციო კლიმატოლოგიური ხასიათის წიგნი (ISBN 978-9941-0-7210-9) - „საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების კლიმატოლოგიური ცნობარი“ გამოუშვა. მეტეოროლოგიური სამსახური, არსებული შიდა პროცედურის მიხედვით, აღნიშნული მიმართულების წიგნის გამოშვებას ყოველწლიურად გეგმავს.

 

 

შპს “საქაერონავიგაცია” დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ორგანიზაციის ცალკეული სამსახურების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას, რაც კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს ფრენის უსაფრთხოების დონის ამაღლებას და საჰაერო მოძრაობის ორგანიზების პროცესში საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების გამომწვევი რისკ-ფაქტორების მინიმუმამდე დაყვანას, რაც “საქაერონავიგაციის” მთავარი მიზანი და გამოწვევაა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი