სენატმა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორად მაიკლ პომპეო დაამტკიცა.
აღნიშნულ ინფორმაციას ახალი ამბების სააგენტო როიტერსი ავრცელებს.
პომპეოს, რომელიც აქამდე აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრი იყო, მხარი 66 სენატორმა დაუჭირა, 32 კი წინააღმდეგი იყო.
პომპეომ ფიცი აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის, მაიკლ პენსის თანდასწრებით დადო.
პენსის თქმით, პომპეოს „მდიდარი გამოცდილება და ძლიერი ხასიათი“ გააჩნია.
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის პოსტს ჯონ ბრენანი იკავებდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.