სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი აცხადებს, რომ საქართველომ ვიცე პოლკოვნიკ გიორგი ცერცვაძის რუსეთში ექსტრადიციის თავიდან ასაცილებლად, ყველაფერი უნდა გააკეთოს.
როგორც ომბუდსმენმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სახელმწიფომ მოქალაქე ნებისმიერი მეთოდით უნდა დაიცვას.
„ქართულმა სახელმწიფომ მაქსიმალურად უნდა დაიცვას თავისი მოქალაქე ნებისმიერი მეთოდის გამოყენებით. აქ არის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი ის, რომ სახელმწიფომ დაიცვას ამ ადამიანის უფლებები და მაქსიმალურად ყველაფერი გააკეთოს, რომ ავირიდოთ მისი ექსტრადიცია მტრულ სახელმწიფოში,“ - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.