ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის ათასამდე აბონენტს ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება.
როგორც ,,ენერგო-პრო ჯორჯია“-ში აცხადებენ, ელექტროგადამცემი ხაზი უამინდობის გამო დაზიანდა და მის აღსადგენად კომპანიის ტექნიკური ჯგუფი მუშაობას განაგრძობს.
„სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ტექნიკური სამსახური, უამინდობის გამო დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენაზე მუშაობას განაგრძობს. ძლიერი ქარის გამო, მწყობრიდან გამოვიდა მაღალი ძაბვის, 110 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი, შედეგედ ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება ნინოწმინდის რაიონის რამდენიმე სოფელს, ათასამდე აბონენტს. სამუშაოებისთვის ყველა საჭირო მასალა შეტანილია ადგილზე და ამჟამად მიმდინარეობს ახალი ანძის მონტაჟის პროცესი.
კომპანიის მაღალი ძაბვის ქსელის მართვის დეპარტამენტი ამ წუთებშიც აქტიურად განაგრძობს მუშაობას. რთული კლიმატური პირობების გამო და იმის გათვალისწინებით, რომ საკმაოდ მასშტაბური სამუშაოების წარმოებაა საჭირო, აღნიშნული აბონენტებისთვის ელექტროენერგის მიწოდება სრულად 25 იანვრის დღის მეორე ნახევრში მოხერხდება", - აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.