საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, საქართველომ უკრაინასთან უკვე განახორციელა ნაბიჯები იმისთვის, რომ გიორგი ცერცვაძის ინტერესები უკრაინის ტერიტორიაზე იყოს დაცული.
მისი განცხადებით, იუსტიციის სამინისტროს სისტემაში თითოეული ადამიანის, მათ შორის მოქალაქე ცერცვაძის პირადი მონაცემები არის მკაცრად დაცული, მასზე ხელი არ მიუწვდება არავის, გარდა კანონით განსაზღვრული შემთხვევისა.
„შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენმა სახელმწიფომ ისე, რომ სხვათაშორის, ხმამაღლა მყვირალი ზოგიერთი ადამიანის მოწოდება არ გვჭირდება ამისთვის, უკვე განახორციელა ნაბიჯები იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქის, ბატონი ცერცვაძის ინტერესები იქნას უკრაინის ტერიტორიაზე დაცული. ეს არის ის, რაც ამ წუთში მე შემიძლია გითხრათ ისევ და ისევ მოქალაქე ცერცვაძის ინტერესებიდან გამომდინარე.
ჩემი და მთავრობის, მთელი სამართალდამცავი ბლოკის უმორჩილესი თხოვნა იქნებოდა, რომ რაც შეიძლება თავი შევიკავოთ აჟიოტაჟისგან ამ თემის გარშემო, რადგან ეს არ ემსახურება თვითონ მოქალაქე ცერცვაძის სასიცოცხლო ინტერესებს. თანამშრომლობა მიმდინარეობს უკრაიანასთან და დაველოდოთ შედეგებს....
სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხართ, რომ იუსტიციის სამინისტროს სისტემაში თითოეული ადამიანის, მათ შორის მოქალაქე ცერცვაძის პირადი მონაცემები არის მკაცრად დაცული, მასზე ხელი არ მიუწვდება არავის, გარდა კანონით განსაზღვრული შემთხვევისა. შესაბამისად, არც ერთ პირად მონაცემზე, რომელიც შეიძლება ჩვენს სისტემაში ინახებოდეს, მითუმეტეს ხელი არ მიუწვდება ოკუპანტ ქვეყანას“, - განაცხადა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.