უკრაინის გენპროკურორის მოადგილე გიორგი ცერცვაძეზე: თუ არსებობს წინაპირობა, რომელიც სიცოცხლის საფრთხეზე ან წამების ალბათობაზე მიანიშნებს, ჩვენ ექსტრადირებაზე უარს ვამბობთ
24-01-2017, 03:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილის ევგენი ენინის განცხადებით, იმისთვის, რომ ქართველი სამხედროს გიორგი ცერცვაძის რუსული მხარისთვის გადაცემა არ მოხდეს, რამდენიმე იურიდიული ბერკეტი არსებობს.

 

 

მისი თქმით, გიორგი ცერცვაძეს შეუძლია უკრაინის ხელისუფლებისგან პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვოს.

 


„ამ ეტაპზე არ მაქვს ინფორმაცია, რომ რუსეთმა ექსტრადაციის მოთხოვნა გამოაგზავნა. საერთაშორისო კონვენციებით მათ ამისთვის 40 დღე აქვთ. ამ ეტაპზე არ ვფლობ ინფორმაციას, რომელი გამსვლელი პუნქტები გაიარა ცერცვაძემ, როდესაც უკრაინაში მოემგზავრებოდა. თუმცა, როდესაც ჟულიენის აეროპორტში დაეშვა, სისტემამ გვაცნობა, რომ ეს პიროვნება საერთაშორისო ძებნაშია. სხვადასხვა მიზეზები არსებობს იმისა, თუ რატომ არ მუშაობს სისტემა და სიფრთხილეს გამოვიჩენდი შეფასებისას, რატომ არ აჩვენა ეს საქართველოში. რაც შეეხება რუსეთის და საქართველოს სპეცსამსახურების კონტაქტებს, ამაზე რთულია კომენტარის გაკეთება. ეს არ არის ჩვენი კომპეტენცია. უკრაინისთვის პრინციპულია საერთაშორისო ვალდებულებების დაცვა. თუ არსებობს წინაპირობა, რომელიც სიცოცხლის საფრთხეზე მიანიშნებს ან წამების ალბათობაზე ამ შემთხვევაში ჩვენ ექსტრადირებაზე უარს ვამბობთ“, - განაცხადა ენინმა „რუსთავი 2"-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი