საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ვიცე პოლკოვნიკ გიორგი ცერცვაძის საქმეს სოციალურ ქსელში ეხმაურება და უკრაინის ხელისუფლებას და პრეზიდენტს მოუწოდებს, რომ ქართველი ოფიცრის რუსეთისთვის გადაცემით „თავი არ შეირცხვინოს".
სააკაშვილის თქმით, საზოგადოებრივი რეზონანსის შემდეგ, უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ ცერცვაძეს გაათავისუფლებენ, თუ ის მიიტანს ცნობას, რომ ნამდვილად მონაწილეობდა უკრაინის ოპერაციებში, თუმცა, უკრაინის უშიშროების სამსახური, ოპერაციის საიდუმლოებაზე დაყრდნობით, აღნიშნული ცნობის გაცემაზე უარს ამბობს.
„მინდა მივმართო უკრაინის ხელისუფლებას - თავი არ შეირცხვინოთ! განა ოფიციალურად დადასტურებული ცნობა, რომ ის მონაწილეობდა რუსეთ-საქართველოს ომში, საკმარისი მიზეზი არაა, რომ არ გადასცეთ ის მტერს, სადაც სასიკვდილო საფრთხის წინაშე დადგება. დღეს ასე ექცევიან ქართველ გმირებს, ხვალ კი უკრაინის ხელისუფლება ასევე მოექცევა უკრაინის გმირებს.....
გია ბევრ საიდუმლო ოპერაციაში მონაწილეობდა დონბასში, მოგვიანებით კი უკრაინული სპეცრაზმის ინსტრუქტორი გახდა. რუსი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის მიერ მართულ საქართველოს ხელისუფლებას ძალიან არ უყვარს უკრაინისთვის მებრძოლი სამხედროები, ბევრ მათგანზე საქართველოში სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. ქართულმა სპეცსამსახურებმა რუსეთს ცერცვაძის პირადი მონაცემები გადასცეს, რამაც რუსებს საშუალება მისცა, ის დაედანაშაულებინათ ფაბრიკაციულ საქმეში და ძებნა გამოეცხადებინათ. ეს მოსკოვის მხრიდან ჩვეულებრივი პრაქტიკაა და მას კარგად იცნობენ უკრაინაში“, - წერს მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.