პრეზიდენტი სასამართლო სისტემის რეფორმის ე.წ. მესამე ტალღასთან დაკავშირებულ პაკეტზე: გადავწყვიტე გამოვიყენო კონსტიტუციური უფლება და ვთავაზობ პარლამენტს მოტივირებულ შენიშვნებს
24-01-2017, 05:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა სასამართლო სისტემის რეფორმის ე.წ. მესამე ტალღასთან დაკავშირებულ პაკეტს ვეტო დაადო.

 

 

როგორც მარგველაშვილმა ცოტა ხნის წინათ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, იგი ამ პაკეტთან დაკავშირებულ მოტივირებულ შენიშვნებს პარლამენტს გადაუგზავნის.

 

 

„პარლამენტიდან ხელმოსაწერად შემოვიდა სასამართლოს რეფორმასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი. სასამართლო სისტემის რეფორმირება და მისი გაჯანსაღება ყოველთვის იყო ჩემი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი.

 

 

მინდა საზოგადოებას მოვახსენო, რომ წარმოდგენილ პაკეტში არის ბევრი სასარგებლო და მნიშვნელოვანი ცვლილება, მათ შორის, ისეთი ცვლილებები, რომელთა დანერგვაზეც და რომლის თაობაზეც, რომლის ტექნიკურ უზრუნველყოფაზეც ჩვენი ადმინისტრაციიდან გაცემული არის ასობით ათასი ლარი - იმისთვის, რომ ეს სისტემა სასამართლოში დანერგილიყო.

 

 

თუმცა, ამავე დროს, ეს პაკეტი მოიცავს ნორმებს, რომელიც ეწინააღმდეგება მიუკერძოებელი სასამრთლოს და მოსამართლის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის პრინციპებს. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე გამოვიყენო კონსტიტუციური უფლება და ვთავაზობ პარლამენტს მოტივირებულ შენიშვნებს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი