საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სასესიო და საკომიტეტო მუშაობაში მონაწილეობს
24-01-2017, 06:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, სტრასბურგში იმყოფება, სადაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სასესიო და საკომიტეტო მუშაობაში იღებს მონაწილეობას. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ეს, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, სტრასბურგში საქართველოს პარლამენტის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუდმივმოქმედი დელეგაციის პირველი ვიზიტია.

 

 

თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული დელეგაციისთვის, რადგან დელეგაციის განახლებულ შემადგენლობას შესაძლებლობა აქვს საბჭოს წარმომადგენლებთან აქტიური თანამშრომლობა დაიწყოს.

 

 

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თქმით, ვიზიტისას გათვალისწინებული შეხვედრები ქართველ დეპუტატებს საგარეო მიმართულებით კავშირების გაღრმავებასა და უცხოელი მეგობრებისთვის საქართველოში განხორციელებული რეფორმების, ასევე ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაში დაეხმარება.

 

 

„ამ ვიზიტის ფარგლებში გათვალისწინებულია ძალიან მაღალი რანგის შეხვედრები როგორც ევროსაბჭოს აღმასრულებელ მდივანთან, კომიტეტის თავმჯდომარეებთან, ასევე სხვადახვა ქვეყნის დელეგაციებთან. ეს ყველაფერი შესაძლებლობას მოგვცემს, გავაფართოოთ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობები, მაქსიმალურად ბევრ ქვეყანას და ბევრ მნიშვნელოვან ადამიანს მივაწვდინოთ ინფორმაცია იმ განვითარებისა და პროგრესის შესახებ, რომელიც ქვეყანას სხვადასხვა მიმართულებით აქვს - ამ შემთხვევაში, დემოკრატიული რეფორმების და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით. ასევე, მივაწოდოთ ინფორმაცია იმ გამოწვევების შესახებ, რომლებიც საქართველოს წინაშე დგას და შესაბამისად, შევძლოთ მათი მობილიზება იმ თემებში, რომლებშიც უცხოელი მეგობრების დახმარება ძალიან გვჭირდება, მაგალითად, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, უსაფრთხოება, ეკონომიკური და დემოკრატიული რეფორმები და ა.შ. ამიტომ დელეგაცია ძალიან აქტიურად გეგმავს მუშაობას ამ კვირის განმავლობაში და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლობა ამ ასამბლეაში იქნება ძალიან აქტიური, ხარისხიანი და მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევას შეძლებს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი