დავით სერგეენკო: ფსიქიატრიული დაწესებულებების დაფინანსების ახალი მეთოდოლოგია ამოქმედდა
24-01-2017, 08:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს თქმით, ფსიქიატრიული დაწესებულებების ბიუჯეტი არ შემცირებულა - მოხდა დაფინანსების მეთოდოლოგიის ცვლილება. 

 

 

მინისტრის განცხადებით, დაფინანსების მეთოდოლოგიის ცვლილება  პაციენტების ინტერესების დაცვისკენ არის მიმართული.

 


სერგეენკოს თქმით, ცვლილებით უკმაყოფილო კლინიკებმა, გარკვეულმა პოლიტიკურმა პარტიებმა და მხარდამჭერების ჯგუფმა მეთოდოლოგიის ცვლილებები წარმოადგინეს, თითქოს ჯანდაცვის სამინისტრო ფსიქიკურ ჯანმრთელობაში დეინსტიტუციონალიზაციის წინააღმდეგია. დავით სერგეენკომ დეინსტიტუციონალიზაციის სამ საკვანძო საკითხზე გაამახვილა ყურადღება:

 


ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტები (უმეტეს შემთხვევაში ისინი ქრონიკული პაცინეტები არიან) მკურნალობას გადიოდნენ არა დიდი ზომის სპეციალიზირებულ ფსიქიატრიულ კლინიკებში, არამედ მცირე ზომის და ხშირად სხვა სერვისებთან ინტეგრირებულ განყოფილებებში.

 


შედარებით მსუბუქ შემთხვევაში პაცინეტმა უფრო მერტი დრო უნდა გაატაროს ამბულატორიაში ან თემაზე დაფუძნებულ სერვისებში და არა სტაციონარში. დეინსტიტუციონალიზაცია არის ბევრად უფრო ხარჯეფექტური მოდელი.

 


რეალურად, რა მოხდა ამ აჟიტირებული მოვლენების უკან? - მწვავე შემთხვევების მართვის დროს, როდესაც ქრონიკული დაავადება მწვავდება და პაციენტს აქვს მწვავე ფსიქოზი, ასეთ შემთხვევაში აბსოლუტურ უმრავლესობაში, ის საჭიროებს სტაციონარში მკურნალობას. სტაციონარში მკურნალობის ანაზღაურების მეთოდი იყო ერთი შემთხვევის მართვა ფიქსირებულად, იმ ერთი თვის განმავლობაში. ჩვენმა მონიტორინგმა უტყუარად დაადგინა, რომ კლინიკები არც თუ ისე იშვიათ შემთხვევაში მწვავე ფსიქოზის მქონე პაციენტს სტაციონარიდან წერდნენ დროზე ადრე, პაციენტი ამავე თვეში განმეორებით ან მეტჯერ შედიოდა იმავე ან სხვა კლინიკაში იმისთვის, რომ ამ კლინიკებს, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, გამოეწერათ ზედმეტი თანხა და ამას აკეთებდნენ პაციენტის უსაფრთხოების ხარჯზე. მწვავე ფსიქოზის დროს პაციენტს განსაკუთრებული მოვლა და მკურნალობა სჭირდება“, - განაცხადა სერგეენკომ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი