საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა გიორგი ცერცვაძის საქმეზე განცხადება გააკეთა. სააკაშვილი ფიქრობს, რომ ქართველი მებრძოლების შესახებ ინფორმაცია რუსეთმა საქართველოს მთავრობისგან მიიღო.
„გია ცერცვაძეს ვიცნობთ ჩვენ, ერთ-ერთი აქტიური მებრძოლი იყო 95-ე აერომობილურ დანაყოფთან ერთად უკრაინის შეიარაღებული ძალების. მონაწილეობდა მრავალ სპეცოპერაციაში ჯერ როგორც მებრძოლი, შემდეგ როგორც ინსტრუქტორი.
გიას აქვს დიდი დამსახურებები საქართველოს ძალოვან სტრუქტურებში. აქტიურად მონაწილეობდა 2008 წლის ომში. ეჭვს არ იწვევს საერთოდ, რომ მთელი ინფორმაცია ჩვენს მებრძოლებზე რუსეთის მოთხოვნით საქართველოს მთავრობამ გადასცა რუსეთს. ასეთი მონაცემები ოფიციალური უწყებების გარდა, საქართველოში არ აქვს არავის. მაგრამ ეს არ არის პირველი შემთხვევა. რამდენიმე კვირის წინ, მე მომიხდა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჩვენს ძველ მეგობართან, ლინას ლინკევიჩუსთან დარეკვა იმიტომ, რომ ანტიტერორისტული ცენტრის ყოფილი უფროსი ზურაბ მაისურაძე ასევე რუსების მოთხოვნით - ტერორიზმის ბრალი წაუყენეს, რუსებისთვის ჩვენი მებრძოლები, რა თქმა უნდა, ტერორისტები არიან, დააკავეს ლიტვაში და ლიტვამ მაშინ ეგრევე გაათავისუფლა.... დავით საყვარელიძე არის უკვე კონტაქტზე უკრაინის გენერალურ პროკურორთან უკვე ორი-სამი დღეა და მე იმედი მაქვს, რომ გიას გაუშვებენ....
მე ვიცი დანამდვილებით და ამაზე მაქვს ბევრი ინფორმაცია, რომ მთავარი დავალება, რომელიც აქვს წულუკიანს იუსტიციის მინისტრს ივანიშვილისგან, ეს არის ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში ქართული მხარის გამტყუნება, ქართველი მებრძოლების გამტყუნება და ობიექტურ ჭეშმარიტებაში ამ სასამართლოსთვის დახმარება კი არაა, პირიქით, ქართული მხარის გამტყუნება.
თეა წულუკიანი მუშაობს ამ მიმართულებით ბოლო რამდენიმე წელიწადია, გადადგა მთელი რიგი ნაბიჯები ამ მიმართულებით და ეს არის ივანიშვილის გადაწყვეტილება. თავის მხრივ, ივანიშვილს, რა თქმა უნდა, დავალება აქვს თავისი პატრონებიდან კრემლიდან, რომლებიც აქტიურად არიან დაინტერესებულები ამ საკითხით. მე ვფიქრობ, თავად საქართველოს საზოგადოებამ უნდა განსაჯოს, რა ფენომენთან აქვს საქმე საქართველოს დღევანდელი ე.წ. მთავრობის სახით....
ქართული საქმის გამკეთებლებზე ძებნას აცხადებს ფორმალურად ქართული სახელმწიფო. ეს არის დიდი ტრაგედია. ეს არის დროებითი სიტუაცია, ეს არის დროებითი სირცხვილი, ჩვენ რა თქმა უნდა, ამ სირცხვილს ჩამოვიბანთ, მაგრამ იმედია, მინიმალური დანაკარგებით", - განაცხადა სააკაშვილმა "კურიერში".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.