შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ცერცვაძის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეებმა შსს-სთან გზა გადაკეტეს, რასაც სამართალდამცველებსა და ცერცვაძის მხარდამჭერებს შორის მცირე შელაპარაკება მოჰყვა.
სამართალდამცავები მოქალაქეებს მოუწოდებენ გაათავისუფლონ გზა, თუმცა, მათი მოწოდების მიუხედავად, აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზის სავალი ნაწილი არ გაათავისუფლეს.
ისინი აცხადებენ, რომ თუ გიორგი ცერცვაძის საქმესთან დაკავშირებით, მთავრობა დროულად რეაგირებას არ მოახდენს, აქციები მასშტაბურ და პერმანენტულ სახეს მიიღებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.