გენერალური შტაბისა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელობას შორის მეორე საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა
24-01-2017, 10:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესი, ვეტერანებთან მჭიდრო თანამშრომლობა და მათი გამოცდილების გაზიარება ის ძირითადი თემებია, რომელიც გენერალულ შტაბში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.

 

 

დღეს გენერალური შტაბისა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელობას შორის მეორე საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა.

 


თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უკვე შექმნილია ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, რომელიც ვეტერანობის სტატუსს განსაზღვრავს. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს და სამომავლოდ კოორდინირებული მუშაობის საკითხები განსაზღვრეს.

 


„ეს შეხვედრა მნიშვნელოვანია იმით, რომ ძველსა და ახალ თაობას შორის ხიდი აღდგება. ვმუშაობთ იმ გეგმით, რომელიც თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა დაგვისახა“, - განაცხადა პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ.

 


თავდაცვის უწყებაში გამართულ შეხვედრას შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები, პოლკოვნიკები - შალვა ჯაბახიძე და ზაზა ჩხაიძე, ასევე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე და სამსახურის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი