„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებით, სტრასბურგში წარდგენილი მოსამართლეების კანდიდატურები ჩავარდა.
თაქთაქიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ „არ მოხდა პოლიტიკური ნიშნით შერჩეული კანდიდატურების დამტკიცება".
„წულუკიანის მოსამართლეების სია საბოლოოდ ჩავარდა სტრასბურგში.
მადლობა ყველას, ვინც არ დაუშვა პოლიტიკური ნიშნით შერჩეული კანდიდატურების დამტკიცება! ძალა ერთობაშია!", - წერს თაქთაქიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
2016 წლის 29-30 სექტემბერს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კომიტეტის სხდომაზე საქართველოს მიერ წარდგენილ 3 კანდიდატთან, ევა გოცირიძესთან, ალექსანდრე ბარამიძესთან და გიორგი ბადაშვილთან გასაუბრებები გაიმართა, თუმცა, კენჭისყრა 2017 წლის იანვრისთვის გადაიდო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.