დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილებმა „ბრიტანეთის კუთხეში“ სპექტაკლი დადგეს
24-01-2017, 11:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილებმა სპექტაკლი დადგეს. სპექტაკლი ინგლისური ენის შემსწავლელ ცენტრში „ბრიტანეთის კუთხეში“ გაიმართა.

 

 

დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილები „ბრიტანეთის კუთხეში“ ინგლისურ ენას უკვე ორი წელია სწავლობენ. პროექტი დიდი ბრიტანეთის საელჩოსა და ინგლისური ენის სასწავლო ცენტრის მხარდაჭერით ხორციელდება. სპექტაკლიც ცენტრისა და სსიპ „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ ორგანიზებით გაიმართა.

 


ღონისძიება საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაალ კაპანაძე, დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პაატა პატიაშვილი, დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ჯასტინ მაკენზი სტიმი, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ქეთევან ჩაჩავა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე ესწრებოდნენ.

 


საბავშვო სპექტაკლის დასრულების შემდეგ წარმომადგენლებმა აღნიშნეს რომ ინგლისური ენის შემსწავლელი კურსი მომდევნო ცხრა თვის განმავლობაში კვლავ გაგრძელდება.

 


“ იმედს ვიტოვებ რომ ინგლისური ენის შემსწავლელი პროექტი, ჩვენი ჩართულობით, მომავალ წელსაც გაგრძელდა. მინდა მადლობა გადავუხადო ნატოს საინფორმაციო ცენტრს, ბრიტანეთის საელჩოს, „ბრიტანეთის კუთხეს“ მხარს დაჭერისთვის დაღუპული მეომრების ოჯახების და მათი შვილების თანადგომისთვის. ძალიან კარგი ბავშვები არიან და ძალიან კარგი და საინტერესო წარმოდგენით დაგვხვდნენ.“ - განაცხადა ზაალ კაპანაძემ.

 


დიდი ბრიტანეთის ელჩის განცხადებით მსგავსი პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვების უკეთესი მომავლისთვის.

 


„ძალიან კარგი სპექტაკლი იყო. მოხარული ვარ დღეს აქ ყოფნით. ჩვენთვის, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთვის მსგავსი კავშირები ოჯახებთან, ცენტრთან ძალიან მნიშნველოვანია და მომავალში მინდა გავაფართოვო ასეთი კავშირები.“ - განაცხადა დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში. ღონისძიების დასასრულს ბავშვებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი