„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი წევრის, გივი თარგამაძის განცხადებით, უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო იძლევა გარანტიას, რომ ქართველი სამხედრო ვიცე პოლკოვნიკი გიორგი ცერცვაძე აპელაციაზე გათავისუფლებული იქნება.
როგორც გივი თარგამაძემ რამდენიმე წუთის წინათ „რუსთავი 2"-ის გადაცემაში „არჩევანი" სატელეფონო ჩართვისას განაცხადა, მას ლუცენკოსთან მთელი დღის განმავლობაში ჰქონდა კონტაქტი.
მისი ინფორმაციით, უკრაინის გენერალურ პროკურორსა და ქართულ ლეგიონს შორის, რომელიც უკრაინაში იბრძვის, შედგა კომუნიკაცია და ლეგიონმა ლუცენკოს ცერცვაძის ოპერაციებში მონაწილეობა დაუდასტურა.
„შედგა ლუცენკოს კომუნიკაცია ქართულ ლეგიონთან, რომელმაც სიტყვიერად დაუდასტურა გიას მონაწილეობა ყველა იმ ოპერაციაში, რომელიც ჩვენ გვქონდა აქამდე და ბატონი ლუცენკო იძლევა გარანტიას, რომ აპელაციაზე გია ცერცვაძე იქნება გათავისუფლებული. დარწმუნებული ვარ, რომ პროცესი მთლიანად დამთავრდება წარმატებით და გია, რომელიც ჩემთვის საამაყო ადამიანია, თავის ღირსეულ სიტყვას იტყვის კიდევ მტერთან ბრძოლაში", - განაცხადა გივი თარგამაძემ.
ქართული ლეგიონის ხელმძღვანელის, მამუკა მამულაშვილის, განცხადებით, ამ ეტაპზე მზადდება ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც უკრაინის პროკურორს გადაეგზავნება და რომელიც დაადასტურებს, რომ ცერცვაძე უკრაინის ომში უკრაინის მხარეზე იბრძოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.