ანა დოლიძე სტრასბურგში მოსამართლეების კანდიდატურების ჩავარდნაზე: ეს არის ჭკუის სასწავლებელი და დასაფიქრებელი
25-01-2017, 00:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე სტრასბურგში საქართველოს მიერ წარდგენილი მოსამართლეების კანდიდატურების ჩავარდნას ეხმაურება და მომხდარს „ჭკუის სასწავლებელსა და დასაფიქრებელს" უწოდებს.

 

 

ანა დოლიძე არ გამორიცხავს, რომ ეს პოსტი ვაკანტური დარჩეს გარკვეული დროის განმავლობაში, ვიდრე კანდიდატების ხელახალი შერჩევის პროცესი არ დასრულდება.

 

 

„ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ საქართველოდან გაგზავნილი კანდიდატები უნდა იყვნენ ენთუზიაზმით აღიარებული ევროსაბჭოს მიერ. აქედან გამომდინარე ეს არის ჭკუის სასწავლებელი და დასაფიქრებელი მათთვის, ვინც ეს პროცესი წარმართა.

 

 

გარკვეული ვადით იქნება ჩვენი ადგილი სასამართლოში ვაკანტური იმდენად, რამდენადაც უკვე იანვრის ბოლოს უთავდება ჩვენს მოსამართლეს ვადა. ჩვენ ვერ მოვასწრებთ შესაბამისი კონკურსის ჩატარებას საქართველოდან, რაც სამწუხაროა და რისი თავიდან აცილებაც, ალბათ, შეიძლებოდა", - განაცხადა დოლიძემ „რუსთავი 2"-თან საუბრისას.

 

 

სტრასბურგში წარდგენილი მოსამართლეების კანდიდატურები ჩავარდა. 2016 წლის 29-30 სექტემბერს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კომიტეტის სხდომაზე საქართველოს მიერ წარდგენილ 3 კანდიდატთან, ევა გოცირიძესთან, ალექსანდრე ბარამიძესთან და გიორგი ბადაშვილთან გასაუბრებები გაიმართა, თუმცა, კენჭისყრა 2017 წლის იანვრისთვის გადაიდო.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი