ნინო კალანდაძე სტრასბურგში მოსამართლეების კანდიდატურების ჩავარდნაზე: ეს არის მკაფიო გზავნილი ქვეყნისთვის, რომ - „თქვენ მანდ რაღაცას არ აკეთებთ სწორად"
25-01-2017, 02:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნინო კალანდაძე სტრასბურგში საქართველოს მიერ წარდგენილი მოსამართლეების კანდიდატურების ჩავარდნას ეხმაურება.

 

 

მისი თქმით, მომხდარი მკაფიო გზავნილია ქვეყნისთვის, რომ - „თქვენ მანდ რაღაცას არ აკეთებთ სწორად".

 

 

„არ მახსენდება არც ერთი ქვეყნის მაგალითი, სადაც მსგავსი მკაცრი გადაწყვეტილებები მიეღოს ამ ორგანიზაციას და ეს ნამდვილად ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო უნდა დაფიქრდეს რა ფორმით ურთიერთობს ამ ორგანზაციასთან. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს არის ძალიან მკაფიო გზავნილი არა კანდიდატების მიასამართით, არამედ სახელმწიფოს მისამართით - რომ თქვენ მანდ რაღაცას არ აკეთებთ სწორად. აქ ჩემი ვარაუდია, რომ ცალსახად იგრძნობოდა ძალიან გამოკვეთილი კანდიდატების პოლიტიკური ნიშანი", - განაცხადა ნინო კალანდაძემ „რუსთავი 2"-ს საუბრისას.

 


სტრასბურგში წარდგენილი მოსამართლეების კანდიდატურები ჩავარდა. 2016 წლის 29-30 სექტემბერს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კომიტეტის სხდომაზე საქართველოს მიერ წარდგენილ 3 კანდიდატთან, ევა გოცირიძესთან, ალექსანდრე ბარამიძესთან და გიორგი ბადაშვილთან გასაუბრებები გაიმართა, თუმცა, კენჭისყრა 2017 წლის იანვრისთვის გადაიდო.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი