საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტრის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გორი-ვარიანი-ცხინვალის საავტომობილო გზის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
საგზაო დეპარტამენტის ცნობით, პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია 5-კილომეტრიან მონაკვეთზე გზის საფარის სრული აღდგენა; 1 ხიდისა და წყალგამტარი მილების შეკეთება; ადგილობრივ გზებთან მიერთებების, საველე და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების მოწყობა; საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებების და ავტოპავილიონების მოწყობა; მოინიშნება გზის სავალი ნაწილი და განთავსდება საგზაო ნიშნები;
„გორი - ვარიანი - ცხინვალის საავტომობილო გზა დაზიანებული იყო, აქ ოდესღაც არსებული ასფალტის საფარი მხოლოდ ფრაგმენტულადაა შემორჩენილი, ხოლო გზა ძირითადად ხრეშოვანი. დაზიანებული გზა ართულებდა გადაადგილებას", - აცხადებენ დეპარტამენტში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.