საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და გასახლების სამინისტრო დევნილთა ნაწილისთვის 45-ლარიანი დახმარების გაუქმებას აპირებს, - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის წარმომადგენლებმა, ნუგზარ წიკლაურმა და ბესო წერედიანმა ისაუბრეს.
"ჩვენ ხელში ჩაგვივარდა დოკუმენტი, სადაც აღნიშნულია, რომ სამინისტრო აპირებს დაწიოს შემოსავლის 1 250-ლარიანი ზღვარი, ასევე დახმარება შეუწყდეს იმ პირებს, ვინც არ არიან დაბადებულები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში და მათ, ვინც ქორწინებაში იმყოფებიან არადევნილებთან.
ამ დოკუმენტის ამოქმედება ძალიან მძიმე ჰუმანიტარულ პრობლემებსა და სოციალურ კრიზისს გამოიწვევს, რადგან დევნილთა უმრავლესობა სწორედ ამ შემწეობებზეა დამოკიდებულია.
სრულიად შესაძლებელი იქნებოდა ხელისუფლებას ეზრუნა ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებაზე და ამ შემთხვევაში არანაირი საფრთხე ამ პროგარამას არ დაემუქრებოდა. სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლების უცოდნირობამ, არაკომპეტენტურობამ, კორუმპირებულობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საზოგადოების ყველაზე უფრო დაუცველი ნაწილი - დევნილები დადგნენ ასეთი მძიმე საფრთხის ქვეშ", - აცხადებენ პარტიაში.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დევნილთა სამინისტროს მოუწოდებს, ასეთი გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანაზე ხელი აიღოს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.