ნუკრი ქანთარია: არ ვიტყვი რომ პრეზიდენტს ვეტო მოენატრა და ახლა ამიტომ გამოიყენა ეს უფლება, თუმცა, ალბათ, არც ეს არ არის შორს
25-01-2017, 03:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია პრეზიდენტის მიერ სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე ვეტოს დადებას ეხმაურება.

 

 

მისი თქმით, „ვეტო იქნება დაძლეული ძალიან მშვიდ და ნორმალურ მდგომარეობაში, მაგრამ აუცილებლად იქნება ყურადსაღები ის შენიშვნები, რომლებიც მან გადმოაგზავნა და ამის შემდეგ იქნება გადაწყვეტილება მიღებული".

 


”არ ვიტყვი, რომ პრეზიდენტს ვეტო მოენატრა და ახლა ამიტომ გამოიყენა ეს უფლება, თუმცა, ალბათ, არც ეს არ არის შორს, მაგრამ ამ შემთხვევაში აზრთა სხვადასხვაობა იყო იმ ნაწილზე, რაზეც მან გაამახვილა ყურადღება. ეს ეხება მოსამართლეების არჩევას, გამოსაცდელ ვადას და ა.შ. მოხდება ამის თავიდან განხილვა. თუ ჩვენ შევაფასებთ, რომ მიზანშეწონილია მისი ცვლილებების გაზიარება, გავიზიარებთ ამ ცვლილებებს. თუ არ გავიზიარებთ, ის დრო ნამდვილად აღარ არის, როცა ვეტოზე იყო ამტყდარი პანიკური მდგომარეობა - დაძლევენ თუ ვერა, ”რესპუბლიკელები” მისცემენ თუ არა ხმას და ა.შ. ახლა ეს პრობლემა ნამდვილად არ არის. ვეტო იქნება დაძლეული ძალიან მშვიდ და ნორმალურ მდგომარეობაში, მაგრამ აუცილებლად იქნება ყურადსაღები ის შენიშვნები, რომლებიც მან გადმოაგზავნა და ამის შემდეგ იქნება გადაწყვეტილება მიღებული”, - განაცხადა ქანთარიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი