სოზარ სუბარი დევნილთათვის 45-ლარიანი დახმარების შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით „ნაციონალურ მოძრაობას" პასუხობს
25-01-2017, 04:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დახმარება უნდა მიიღოს არა ყველა დევნილმა, არამედ დახმარება უნდა მიიღოს ვისაც უჭირს, ხოლო გამოთავისუფლებული თანხები უნდა მიემართოს სწორედ გაჭირვებული დევნილების დასახმარებლად, - ასე ეხმაურება დევნილთა მინისტრი სოზარ სუბარი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ დევნილთათვის 45-ლარიანი დახმარების შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.

 

 

სუბარის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში აღნიშნულის განხორციელებას თავად აპირებდა.

 


„ყველაზე მეტად გაოცებას რასაც იწვევს, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ამ თემის წამოწევა და განსაკუთრებით, ბატონი წერედიანის მხრიდან იმიტომ, რომ 2008 წელს ბატონი წერედიანი იყო ამ სამინისტროში მინისტრის მოადგილე. მაშინ „ნაციონალურმა მოძრაობამ" მიიღო სტრატეგია, 2007 წელს მიიღო სტრატეგია და 2008 წლის 4 დეკემბერს შეიტანეს დამატება, რომელშიც წერია - „დევნილის სტატუსი არ იქნება დაკავშირებული ეკონომიკური დახმარების მიღებასთან. დევნილს ეკონომიკური დახმარება შეუწყდება, როდესაც მიიღებს საცხოვრებელს, ან კომპენსაციას ან უკვე მიღებული აქვს კომპენსაცია. ანუ ისინი თვითონ აპირებდნენ ამის გაკეთებას", - განაცხადა სოზარ სუბარმა „იმედთან" საუბრისას.

 

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და გასახლების სამინისტრო დევნილთა ნაწილისთვის 45-ლარიანი დახმარების გაუქმებას აპირებს, - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის წარმომადგენლებმა, ნუგზარ წიკლაურმა და ბესო წერედიანმა ისაუბრეს. 

 

 

"ჩვენ ხელში ჩაგვივარდა დოკუმენტი, სადაც აღნიშნულია, რომ სამინისტრო აპირებს დაწიოს შემოსავლის 1 250-ლარიანი ზღვარი, ასევე დახმარება შეუწყდეს იმ პირებს, ვინც არ არიან დაბადებულები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში და მათ, ვინც ქორწინებაში იმყოფებიან არადევნილებთან.

 


ამ დოკუმენტის ამოქმედება ძალიან მძიმე ჰუმანიტარულ პრობლემებსა და სოციალურ კრიზისს გამოიწვევს, რადგან დევნილთა უმრავლესობა სწორედ ამ შემწეობებზეა დამოკიდებულია.

 


სრულიად შესაძლებელი იქნებოდა ხელისუფლებას ეზრუნა ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებაზე და ამ შემთხვევაში არანაირი საფრთხე ამ პროგარამას არ დაემუქრებოდა. სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლების უცოდნირობამ, არაკომპეტენტურობამ, კორუმპირებულობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საზოგადოების ყველაზე უფრო დაუცველი ნაწილი - დევნილები დადგნენ ასეთი მძიმე საფრთხის ქვეშ", - აცხადებენ პარტიაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი